მთავარისიახლეებიპოლიტიკაგავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა

გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა

Published on

გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუქის საშუალების გამოეხმაურა. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი მოძალადე ხელისუფლებისგან თავის დაცვა გახდება საჭირო, ამისთვის მზად უნდა იყვნენ. "თავისუფალი სიტყვის ბოლო ციხესიმაგრის დაცვა საქართველოს ყოფნა-არყოფნისთვის ბრძოლის ტოლფასია. ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა შესწევს. თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახშობა. თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება, ამას გვასწავლის ევროპული დემოკრატიის ისტორია. სწორედ ასე, უხეში ძალის წინაშე მშვიდობიანი წინააღმდეგობით დაიცვა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი თავისუფლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით, მან უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროვინციელი დიქტატორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლასაც კი არ მოერიდება. მაგრამ, თუ ჩვენ ღირსებას შემართებით დავიცავთ და არ დავთმობთ თავისუფლებას, მისი ხვედრი ზუსტად იგივე იქნება, რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა,"– წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე. გუშინ საღამოს, 29 სექტემბერს გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც გვარამია და ბოკერია სააკაშვილის რუსთავი 2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და გეგმებზე ესაუბრებიან.გავრცელებულ ჩანაწერებში გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ "უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ".

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...