მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას აფხაზეთში ,,ტყის...

ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას აფხაზეთში ,,ტყის ძმების” ლიდერის დათო შენგელიასა და სხვა შეიარაღებულ პირთა ყოფნის შესახებ

Published on

ოქტომბრის შუა რიცხვებში აფხაზურმა მედიამ, კერძოდ, სააგენტო ,,აბხაზია-ინფორმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ,,სექტემბერში, გალის რაიონში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა  ,,პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია 15 შეიარაღებული პირის თანხლებით, რის შემდეგაც თხილის ფასები მკვეთრად დაეცა.''

სააგენტო ეყრდნობოდა   აფხაზური ოპოზიციური ბლოკის მიერ სოხუმში ორგანიზებული მსოფლის მეურნეობის საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის შეხვედრის  ჩანაწერებს. შეხვედრაზე  ,,ამცახარა'' აპროტესტებდა მთავრობის გადაწყვეტილებას რესპუბლიკიდან თხილის გატანაზე გადასახადის დაწესების შესახებ.  შეხვედრას წითელ ზოლად გასდევდა აზრი, როპმ ,,თხილზე შემოღებული გადასახადი არის ბარბაროსული მეთოდი  საბუთების გარეშე დარჩენილი და ხმის უფლება ჩამორთმეული მოსახლეობის მიმართ, რომელთა ბიუჯეტიც თხილის მოსავალზეა დამოკიდებული.''

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გალის რაიონიდან, ოპოზიციური პარტია ,,ამცხარას''  წევრმა   ვიაჩესლავ (სლავიკ) ვარდანიამ ილაპარაკა თხილის ფასების მერყეობის მიზეზებზე  აფხაზეთში და ერთერთ მიზეზად დაასახელა ,,თხილის ბიზნესთან მრავალწლიანი კავშირის მქონე დათო შენგელიას უკონტროლო მოქმედება გალის რაიონში'', რაზეც, მისი თქმით,  აფხაზეთის ხელისუფლება თვალს ხუჭავს. 

 "თხილის ფასის ფორმირება ყოველთვის ენგურს გაღმიდან (ზუგდიდიდან) ხდებოდა და  გალსა და ზუგდიდში არსებულ ფასებს შორის განსხვავება 10-20 რუსულ რუბლს შეადგენდა.  – განცხადა ვარდანიამ –  ჩამოვიდა პრემიერ-მინისტრი რაიონში (იგულისხმება გალი) და ფასები უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ამის შემდეგ გალში ჩამოდის დათო შენგელია, რომელსაც   15 შეიარაღებული პირი დაჰყვება თან და ორი დღე რჩება ჩვენს ტერიტორიაზე.არ გეტყვით,  ვის შეხვდა ის, მაგრამ ამის შემდეგ თხილის ფასი მკვეთრად დაეცა… თუ  მანამდე  კილოგრამი თხილი გალში 180 რუბლი ღირდა ( ზუგდიდში -210) , ამის შემდეგ უეცრად 110-120 რუბლამდე ჩამოვარდა.  ამის მიზეზად მოსახლეობა  ასახელებს მთავრობასთან დაკავშირებულ მავან ბიზნესმენს, რომელსაც სასწრაფოდ დასჭირდა თხილის გარკვეული რაოდენობით შესყიდვა…   ეს ინფორმაცია ცნობილია როგორც ჩვენი, ასევე რუსული სპეცსამსახურებისათვის, მაგრამ ის, რაც ხდება მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო  კიმინალთან გარიგებაშია შესული ", – განაცხადა ვ. ვარდანიამ.

მან შეხვედრის მონაწილეთა ყურადღება მიაპყრო იმასაც, რომ გალიდან სოხუმის მიმართულებით ყოველდღიურად  თხილით დატვირთული 6-დან 10 – მდე "გაზელის'' მარკის ავტომანქანა გადის,  მაგრამ არავინ იცის, სად ასაწყობებენ ამ თხილს… "

ამ დღეებში სამხედრო პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, აფხაზეთის გენერალური პროკურორის დავალებით  გადამოწმებულ იქნა  ინფორმაცია ,,ქართული დივერსიულ – ტერორისტული ჯგუფის ,,ტყის ძმების"' ლიდერის დათო შენგელიას გალის რაიონში ორდღიანი ყოფნის შესახებ და დადგინდა, რომ ვარდანიას მიერ გახმაურებული ეს ცნობა მხოლოდ ჭორებზე იყო აგებული და სინამდვილესთან  კავშირი არა აქვს. ამაზე მეტყველებს თავად ვარდანიასა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ჩვენებებიც. '' – ნათქვამია დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურის განცხადებაში. 

 

 

სიახლეები

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...