მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში პური გაძვირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში პური გაძვირდა

Published on

აფხაზეთში პურზე ფასები გაიზარდა. ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით  განისაზღვრა შემდეგი  მაქსიმალური ფასები პურზე : 20,6 რუბლი – უმაღლესი ხარისხის ხორბლისგან გამომცხვარ ერთ 600 გრამიან პურზე,19 რუბლი –  პირველი ხარისხის და 17,5 – მეორე ხარისხის  ფქვილისგან  გამომცხვარ პურზე. ეს ნიშნავსб რომ  ნებისმიერი ხარისხის პურის ფასი ადრინвელთან შედარებით   ორი რუბლით გაიზარდა. ე

ეკონომიკის მინისტრმა დავით ირადიანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ფართო ფენების დაცვის მიზნით, ,,აფხაზპური" ცდილობდა შეენარჩუნებინა არსებული ფასები და მათი გადახედვა   2008 წლიდან არ მომხდარა, მაგრამ ასე ვერარ გაგრძელდება, რადგან   პურის წარმოების რენტაბელობა  კრიტიკულ ნიშნამდე დაეცა 

პურზე ფასების მომატებას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შეეწინააღმდეგა დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის თავმჯდომარე აზარეთ აიბა: ,,დღეს აფხაზეთში ფინანსური კრიზისია, საბანკო სისტემა – პარალიზებული, მასწავლებლებისა და სხვათა ხელფასები – მიზერული, მათთვის პურის გაძვირება  დამატებითი პრობლემა გახდება'' – განაცხადა მან.

პასუხად პრემიერ მინისტრმა ლეონიდ ლაკირბაიამ განაცხადა, რომ  სავსებით იზიარებს მის წუხილს, ,,პური ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ერთადერთი საკვებია, მაგრამ,  სამწუხაროდ,  ფასების მატება გარდუვალი აუცილებლობაა, – აფხაზეთში ხორბალი და ფქვილი მთლიანად სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებიდან შემოდის, იქ კი წელს მოსვალი არნახულად დაბალი იყო და შესაბამისად ფასებიც გაგვიძვირეს. ‘’ – აღნიშნა მან. მთავრობამ მოუწოდა ‘’აფხაზპურის“ ხელმძღვანელობას აღადგინოს ადრე არსებული პურის მაღაზიები სოციალურად დაუცველთათვის, რათა უღარიბესი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი  ძირითადი პროდუქცია ჩვეულებრივზე დაბალ ფასებში იქნეს  მისაწვდომი . 

 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...