ხალვაშის მხარემ არ იცის, მოითხოვს თუ არა დაუყოვნებლივ აღსრულებას საქმის მოგების შემთხვევაში

0
458

რუსთავი 2–ის საქმეში მოსარჩელე მხარის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატების განცხადებით, მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, საქმის მოგების შემთხვევაში მოითხოვენ თუ არა დაუყოვნებლივ აღსრულებას. ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, როგორც წესი, დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნის შემთხვევებში არის ის მოტივაცია, რომ შეიძლება ხელმძღვანელობამ რიამე ზიანი მიაყენოს ტელეკომპანიას. მან გაიხსენა, რომ რუსთავი 2–ის შემთხვევაში იყო საუბარი  6 მილიონზე იყო საუბარი, რომელიც, სალიას თქმით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ტელეკომპანიის წინააღმდეგ. პაატა სალია ამბობს, რომ თუ დაკმაყოფილდებოდა ხალვაშის სარჩელი, მაშინ იმ პირს, ვინც შემოიტანა რუსთავი 2–ში თანხა, შეეძლო მოეთხოვა ამ თანხის უკან გატანა. სალიას თქმით, რუსთავი 2–ის მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს თანხა უსასყიდლოდ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცემოდა ტელეკომპანიას, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს: "ეს ქმნიდა რისკს, რომ შესაძლებელი იყო მოეთხოვა ამ პირს ეს თანხა, ამიტომაც ჩვენ მოვითხოვეთ მაშინ ყადაღა,"– განაცხადა პაატა სალიამ. შეკითხვაზე, არიან თუ არა მზად იმ რისკისა და რეაქციისათვის, რაც შეიძლება მოჰყვეს ტელეკომპანიის შემთხვევაში დაუყოვნებლივი აღსრულების გამოყენებას, პაატა სალიამ განაცხადა, რომ არ იცის, უნდა აწონ–დაწონოს არგუმენტები და პარტნიორებს მოეთათბიროს. ხალვაშის კიდევ ერთი ადვოკატის, კახა მჭედლიძის განცხადებით, მან ჯერ არ იცის, მოითხოვს თუ არა დაუყოვნებლივ აღსრულებას: "არ ვართ ჩამოყალიბებულები, ჯერ ვითხოვთ თუ არა. უნდა დაველოდოთ ჯერ გადაწყვეტილებას, იქნებ ვაგებთ"– განაცხადა მან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოიგებენ, კახა მჭედლიძემ განაცხადა, რომ სურვილი აქვთ, დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვონ. 

წინა სტატიაბრიტანული ,,ტელეგრაფი”: ,,ანასტასია გონჩაროვამ მოიპოვა უფლება ბენდუქიძის ქვრივთან 1 მილიარდიანი ქონების წილისთვის იბრძოლოს”
შემდეგი სტატიარუსთავი 2 -ის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური