მთავარისიახლეებისაზოგადოებათამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ

თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ

Published on

ხმაურია საქალაქო სასამართლოში, სადაც  მიმდინარეობს პროცესი  ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.  

 მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ. "თქვენ არ გვისმენთ ჩვენ რას ვსაუბრობთ და სამაგიეროდ გჯერათ თაღლითი ექსპერტის განცხადებების,"-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა. ამის შემდეგ რუსთავი 2-ის იურისტებმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შაუმდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს, თუმცა ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არც კი განიხილა. 

ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას "ფარსი" უწოდა.

რუსთავი 2ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას ამ დარბაზში ეს მოსამართლეა." 

ამასობაში კი "რუსთავი2"-თან კომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან, ისინი ვარაუდობენ,   რომ განაჩენი დღეს გამოცხადდება

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...