მთავარისიახლეებისამართალიშეეზღუდებათ თუ არა მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს პრემიების აღება?

შეეზღუდებათ თუ არა მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს პრემიების აღება?

Published on

პარლამენტმა, პირველი მოსმენით – 55 მომხრე, 1 – წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე ("საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შეუჩერდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გემგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.
ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრები გაყოფილია. კოლეგების ნაწილი ინიციატორს მხარს უჭერს, თუმცა უმრავლესობის ნაწილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიის აღების უფლება კანონით შეზღუდული არ უნდა იყოს და ამ თვალსაზრისით საკმარისია თვითშეზღუდვა და პოლიტიკური ნების არსებობა.

სიახლეები

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...

გაერომ სირიის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა....