მთავარისიახლეებისაზოგადოებადეჟავიუ - კალმოსანთა შეტევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე

დეჟავიუ – კალმოსანთა შეტევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე

Published on

გულო კობიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, ვახტანგ ხარჩილავა, კობა არაბული და სხვები ქართველ მწერალთა და ხელოვანთა სახელით პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ. მათი ღია წერილი საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსისადმი ,,საერთო გაზეთშია'' გამოქვეყნებული. 

 ,,ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი, აღშფოთებას გამოვთქვამთ და ვიწუნებთ, ანუ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომათა კასკადს, არასწორს და, სწორედ, სამთავრობო და სახელისუფლო დაპირისპირების მაპროვიცირებელს. 

ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვიწუნებთ ამ სახელმწიფოთა ელჩების უხეშ ჩარევას საქართველოს მთავრობის საქმეებში… მათ უტიფარ მოწოდებას პრემიერის გადადგომაზე…

ჩვენ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ეიფორიას საკონსტიტუციო ხიფათის თაობაზე და მის მიერ არასამთავრობო, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციისგან კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობას, მიმართულს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების საზიანოდ!
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, მხედველობიდან არ გაუშვან ჩვენი ანომალიური პრეზიდენტის ქმედებები და მისი ალიანსი სოროსულ-ლიბერასტულ არასამთავრობო კლანებთან, მისი სრული „კოაბიტაცია“ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენებთან და „რუსთავი-2“-ის ჯაშუშებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ხალვაში ქონებაზე ედავება სააკაშვილს და „რუსთავი-2“-ს, ეს პროცესი, როგორც ნაცებს, ასევე ამერიკის ელჩს და მათ სააგენტოებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ და განუწყვეტელ ზეწოლას ახდენენ მოსამართლეზე (სასამართლოზე), ქართველთა მთავრობაზე (და ღარიბაშვილზე…)!  – ნათქვამია წერილში

წერილი სავსეა ისეთი შეურაცხმყოფელი გამოთქმებით , როგორიცაა; ,,შეთქმული პრეზიდენტი – ერის ზნეობრივი სირცხვილი'', ,,პრეზიდენტი, რომელიც ,,ნაციონალი თალიბების მხარეზე დადგა" და სხვ.

,, მარგველაშვილის „უსაგნო ფათიფუთი“ (როგორც ილია იტყოდა) და პრემიერის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისივე სამხილია, ვიღაც-ვიღაცები ამაოდ ცდილობენ მის „რაიმედ“ ქცევას, არაფრიდან არაფერი იშვება და ხალხი მასმიიღებს, როგორც მოღალატეს, რომელმაც უღალატა კაცს, რომელმაც პრეზიდენტად აქცია. სამაგიეროდ, მარგველაშვილს რევერანსებს უძღვნიან და ესალმებიან, როგორც ერთადერთ პოლიტიკოსს, გვარამიები, ლიბერასტ-დემოკრატები, ნაცები, არასამთავრობოები და მათ შორის ძალიან უშნოდ გაფუყებული ალასანია-პეტრიაშვილ-ჩიქოვანები… და სხვები, ვინც განუწყვეტლად ქმნიან ნაცისტების დანაშაულთა შერბილების და მათი შემობრუნების შესაძლებლობის ილუზიას და ამავე დროს ამჟღავნებენ გაუგონარ უმადურობას და უტიფრობას ადამიანის მიმართ, ვინც ისინი პირდაპირ „ამოთხარა“ სააკაშვილის მორგიდან და პარლამენტში დასხა… ეს სამარცხვინო „დემოკრატები“ პირდაპირ „ჩამოშალიკო-პალიკოვდნენ“ და იმათზე უარესნი გახდნენ! '' ჩვენ, ვფიქრობთ აუცილებელია დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი გაუაზრებელი პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე აგებული ქმედებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ქაოსისა და დესტაბილიზაციისათვის''– ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ზედმიწევნით იმეორებს სტილსა და სულისკვეთებას, რომელიც 90 – იან წლებში  ნომენკლატურის რევანშის ეპოქას ახასიათებდა 

 

 

 

 

 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...