პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ქიბარ ხალვაშის თხოვნაზე მონიტორინგი გაუწიოს “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებს

0
450

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია   "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს არ გაუწევს. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ შესაძლოა მონიტორინგი სასამართლოზე ზეწოლად იყოს აღქმული.

,,სასამართლო პროცესებს ვერ დაესწრება პრეზიდენტის წარმომადგენელი, რადგან ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება. სამართლებრივ მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმე უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, მას თვალყურს მივადევნებთ“- განაცხადა კოჟორიძემ. 

ჟურნალისტებს კითხვაზე რა დახმარებას დაპირდა პრეზიდენტი ქიბარ ხალვაშს, კოჟორიძემ უპასუხა, რომ  „ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა  არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან ყველანარიად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“.კახა კოჟორიზემ არ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტს  საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც მიმართა.  ,,ვიცი,რომ მოქალაქეობის საკითზე საუბარი პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა, ასევე ვიცი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბატონ ქიბარს მოქალაქეობის მინიჭების ან უარის თქმის მოთხოვნით არ მიუმართავს", – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 ჟურნალისტების ეს  შეკითხვა დაკავშირებული იყო ხალვაშის განცახადებასთან, რომ იგი როგორც გერმანიის, ისე საქართველოს მოქალაქეა

 შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაში პრეზიდენტს დღეს შეხვდა. ბიზნესმენმა განცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს სთხოვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს და მისგან დახმარების პირობა მიიღო. 

წინა სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური