მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამია თავს იკავებს პროკურატურაში მისთვის დასმული შეკითხვების დეტალიზებისაგან

ნიკა გვარამია თავს იკავებს პროკურატურაში მისთვის დასმული შეკითხვების დეტალიზებისაგან

Published on

დღეს პროკურატურაში დაბარებულმა რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იქ შემდგარი საუბრის  შემდეგ განაცხადა, რომ  საგამოძიებო უწყებამ მას კითხვები ალექსი ახვლედიანის ჩვენებასთან დაკავშირებით დაუსვა.

„გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი უნდა შევიკავო და ვემორჩილები ამ მოთხოვნას, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რაზეც თანხმობა მივიღ, არის ის, რომ დამატებითი კითხვები იყო გამომდინარე ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ,  მთავარი პროკურატურის განცხადებით,  სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანთან პირველი საუბრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას აღეძრა დამატებითი შეკითხვები  მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობების გამო. 

სიახლეები

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...