მთავარისიახლეებიმსოფლიოწინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტია მიმარჯვებს

წინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტია მიმარჯვებს

Published on

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, კონსერვატიულმა პარტიამ ,,კანონი და სამართლიანობა'', რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, ხმების 39 პროცენტზე მეტი მოაგროვა, მმართველ გუნდს ,,სამოქალაქო პლატფორმას'' კი ამომრჩევლის მხოლოდ 23 პროცენტი მიემხრო. თუ არჩევნების საბოლოო შედეგები უცვლელი დარჩა, კონსერვატორები საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებენ და 1989 წლის შემდეგ პირველად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებასაც შეძლებენ.

 პოლონეთის პრემიერმინისტრმა ევა კოპაჩმა, რომელმაც სექტემბერში შეცვალა ამ პოსტზე გადამდგარი დონალდ ტუსკი,  ოფიციალურად აღიარა მისი პარტიის დამარცხება

 პარტიის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის პრემიერის პოსტზე თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია, მისი განცხადებით, იგი პრემიერმინისტრის პოსტის კვლავ დაკავებას არ გეგმავს, მის ნაცვლად ამ თანამდებობას ბეატა შიდლო დაიკავებს 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...