მთავარისიახლეებისაზოგადოებათაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო არიან.(VIDEO)

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო არიან.(VIDEO)

Published on

თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები საყოფაცხოვრებო პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. უბანში, სადაც 10 კორპუსში, 320 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყალი 4 დღეა არ მიეწოდებათ.მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები.4 დღეა დევნილები სასმელ წყალს მეზობელი ქუჩიდან ეზიდებიან, ამხნის მანძილზე კი მათთან,როგორც ამბობენ, პრობლემის მოსაგვარებლად არავინ მისულა.“ოდიში“ აჭარისადასამეგრელო-ზემოსვანეთისდევნილთასამმართველოს უფროსს მანუჩარჩილაჩავას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პრობლემის შესახებ ის საქმის კურსშია და წყლის მიწოდება დევნილებს საღამოს საათებში აღუდგება.თუმცა, აქ  მისულებს სხვა უამრავი პრობლემა დაგვხდა,ახალშესახლებულებს კედლები თავზე ენგრევათ,ბათქაში ცვივა და იბზარება,ჭერიდან წყალი ჟონავს. რამდენიმე კორპუსში გაზის გამათბობელი იმდენად  ძველი და ჟანგიანია, რომ ფაქტიურად მისი გამოყენება შეუძლებელია.  როგორც დევნილები ამბობენ, თავიანთი პრობლემების შესახებ არაერთხელ მიმართეს მინისტრსაც, თუმცა უშედეგოდ.აქ ჩასახლებულები აცხადებენ,რომ  ბინები უხარისხოდ და ნაჩქარევადაა აშენებული და სულ ცოტა ხანში მათ ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევთ.ცნობისათვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე 320 დევნილ ოჯახს ბინა 2015 წლის მარტში ლტოლვლთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...