მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქალაქო სასამართლოში რუსთავი 2 - ის საქმის განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2 – ის საქმის განხილვა დაიწყო

Published on

რამდენიმე წუთის წინ თბლისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო არსებითი განხილვა რუსთავი 2 – ის საქმეზე.

მოპასუხე მხარე ახსნა განმარტებით წარდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

დღესვე შესაძლოა, დაიკითხოს მოსარჩელე მხარის ექსპერტი , რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყო რუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

პროცესის დაწყებამდე ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, რუსთავი 2 –ისა და ტელეკომპანია ,,საქართველოს'' წარმომადგენლებმა პროცესი სპეციალურად გააჭიანურონ და ახსნა-განმარტებას დიდი დრო მოანდომონ. როგორც ხალვაშის ინტერესების დამცველები ამბობენ, საქმის გაჭიანურება მოპასუხე მხარის ინტერესებში შედის, ა  რასაც  რუსთავი 2 – ის და ტელეკომპანია ,,საქართველოს'' ინტერესების დამცველები  კატეგორიულად გამორიცხავენ.ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი მიზანი სხდომის გაწელვა არ არის. დღეს ისინი შეეცდებიან, რომ სასამართლოს წინაშე არგუმენტებით წარდგნენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავი – 2 – ის მახარდამჭერები არიან შეკრებილი. მათი რაოდენობა მატულობს. 
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...