მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 - ის წინააღმდეგ პროცესი გრძელდება. დღეს, 15 საათზე ტელეკომპანიის დირექტორი...

რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ პროცესი გრძელდება. დღეს, 15 საათზე ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია ბრიფინგს მართავს

Published on

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს სხდომაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ მომზდებული სარჩელი განიხილეს. ტელეკომპანია საქართველოსა და რუსთავი 2-ის იურისტებმა საქმეზე ვრცლად ისაუბრეს და აღნიშნეს რომ 7 პუნქტიდან 6-ში მტკიცებულება საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება მეშვიდე პუნტქს, ეს საქმე ორად იყოფა და აქ მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა, სადაც ხალვაშის იურისტებს მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვთ ლევან სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნაა აქციების ღირებულების შესახებ, თუმცა რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ მტკიცებულება გაყალბებულია.

ამასთან ქიბარ ხალვაშის იურისტებს ამ დრომდე არ წარუდგენიათ სასამართლოში ლოგოზე და ორ გადაცემაზე (ფორტ ბოიარდი, ჯეობარი) ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რუსთავი 2-ის იურისტებმა დღესვე სასამართლო სხდომაზე თქვეს, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელს ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავი2-ის იურისტები პროცესის ხელოვნურად აჭიანურებენ. სასამართლო სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. ხალვაშის ადვოკატები კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

მცირე ხნის წინათ რუსთავი  2 – მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს 15 საათზე   ტელეკომპანიის გენდირექტოერი ნიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...