მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2-ის პროცესი ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს განახლდება.

რუსთავი 2-ის პროცესი ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს განახლდება.

Published on

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის   დღევანდელი პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სხდომა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე განახლდება.

28 ოქტომბერს დილიდან დაიკითხება საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე, რითიც დასრულდება საქმის არსებითი განხილვა. ამის შემდეგ ორივე მხარე საპაექრო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოითხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა. 

ყადაღით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.

 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...