მთავარისიახლეებისაზოგადოებაქურდს რომ უსმინო, დღეში ასჯერ გამოტყდება - რუსთავი 2-ი ს წინააღმდეგ...

ქურდს რომ უსმინო, დღეში ასჯერ გამოტყდება – რუსთავი 2-ი ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული

Published on

უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გაზეთ პრაიმთაიმთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებას ყელში ამოუვიდა არასწორი ინტერპრეტაცია და არხის რეალური მეპატრონე, ქიბარ ხალვაში „მონახეს“. მან ინტერვიუში რუსთავი 2-ზე წარსულ დროში ისაუბრა და თქვა, რომ არხი იყო არაობიექტური და ცალმხრივი.

„ეს არ იყო ობიექტური არხი, ის იყო ძალიან ცალმხრივი. 3 წელია ხელისუფლებაში ვართ, რამდენი სიკეთე გაკეთდა ამ პერიოდში და ერთხელ სიტყვა არ დაუძრავთ, მხოლოდ ნეგატივი და არაობიექტურობა. ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებას ამოუვიდა ყელში ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია, მონახეს, გამოჩნდა რეალური მეპატრონე და ბუნებრივია, ითხოვენ სამართლიან სასამართლოს“, – განაცხადა თოფაძემ.

მან რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები ტელეიმედს შეადარა და განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი ცივილიზებულად ხდება. 

„განცხადებები, რომ გავწვებით და აქ არავის შემოვუშვებთ არასერიოზულია. გაიხსენოს რუსთავი 2-ის დირექტორმა იმედს რა უყვეს. თუ დაავიწყდა, ფილმს ვანახვებთ, რა შეფასებებსაც აკეთებდა. დაარბიეს ტელევიზია და ყევლაფერი იკადრეს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ცივილიზებულად ხდება. სასამართლომ შეიძლება სულაც არ გადაწყვიტოს ეს საქმე ქიბარის სასარგებლოდ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ქურდს რომ უსმინო, დღეში ასჯერ გამოტყდება – თოფაძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  რუსთავი 2-ი ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული.

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...