მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის მდუმარე პოზიციას "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენების...

ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის მდუმარე პოზიციას “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე მოვლენების იგნორირებად აფასებს

Published on

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ  პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს არც კი უკითხავს რა ხდება ტელეკომპანიის თავს და მიმართავს და მოუწოდებს მასაც და  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მოისმინონ "რუსთავი 2-ის" პოზიცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. 

"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც სამწუხაროდ არც ერთი შეკითხვით არ ყოფილა წარმოდგენილი ჩვენი მისამართით, არც უკითხავს რა ხდება ჩვენს თავს. მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა როგორც ქვეყნის მეორე პირის, ჩაერიოს ასეთ ვითარებაში და ახსნა-განმარტებები მოისმინოს მხარეებისგან, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ არის წარმართული ეს პროცესები. ამ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება როგორც მედიის თავისუფლების გარანტიების ერთ-ერთი მატარებელი პირისგან, არის გაცილებით მაღალი. ასევე ძალიან უცნაურია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან სრული იგნორირება და უყურადღებობა ჩვენთან დაკავშირებით", – განაცხადა გვარამიამ. 
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები კეთდება "რუსთავი 2-ის" პოზიციის მოსმენის გარეშე, რაც უპასუხისმგებლო საქციელია. 
"ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაც არის. არც ერთი შეკითხვა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მისამართით არ დასმულა, ასევე იმ ფორმალურად ნეიტრალური ხელსუფლების პირებისგანაც კი, რომელიც თითქოს ამით უნდა ინტერესდებოდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ხელისუფლებაც და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი უფლებები ასე ირღვევა, განცხადებების გაკეთება ჩვენი პოზიციების მოსმენის გარეშე არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი და საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების უგულებელყოფა თანამდებობის პირების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც მე ჩამოვთვალე, შემოვიდეს დიალოგში ჩვენთან. ერთ შემთხვევაში მოგვცეს საჭირო ახსნა-განმარტებები, მეორე შემთხვევაში, მოისმინოს არა ჩემი, არამედ ჩვენი კოლექტივის პოზიცია და ამასთან დაკავშირებითაც გამოხატოს შემდგომში საჯაროდ თავისი დამოკიდებულება", – განაცხადა გვარამიამ. 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...