კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს ბეტონის ქარხანა გაიხსნა. პოლონური საერთაშორისო ჰოლდინგი "ტინეს კაპირალ ჯგუფი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ბეტონის ქარხნის გახსნას დღეს პოლონური საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ცერემონიალს ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამ ეტაპზე ბეტონის ქარხანაში 45 მოქალაქეა დასაქმებული. უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბეტონის ქარხნის წარმადობა. ჰოლდინგში აცხადებენ, რომ საქართველოში ინვესტირება არის კომპანიის საერთაშორისო საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილი. "ტინეს ჯგუფი" აქცენტს აკეთებს ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებზე, რომელიც დამახასიათებელია ევროპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკის, ჩრდილო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისთვის.
კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის ქარხანა გაიხსნა.(VIDEO)
სიახლეები
საზოგადოება
2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI
2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...
საზოგადოება
რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს
რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...
საზოგადოება
ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს
ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს:
"მიმართვა ქართველ...
საზოგადოება
სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...