ენმ წევრი ანი წითლიძე ზუგდიდის მერიისგან იმ რეკონსტრუქციის გეგმის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შემუშავდა და დამტკიცდა. წითლიძის განმარტებით,გეგმა შეთანხმებული და განხილული იყო ზუგდიდელ საზოგადოებასთან,განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოება „ზუგდიდელი“,სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე იქნა გადატანილი ძველი სტადიონი კომბინატის ტერიტორიაზე, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახე. ასევე მათი მოთხოვნა იყო რომცენტრალური ბულვარიდან ისტორიული ხედი გამოჩენილიყო, როგორც ეს არსებობდა ძველი სახით. ანი წითლიძე საზოგადოება ზუგდიდელისგან საკუთარი პოზიციის მყარად დაფიქსირებას ითხოვს.აუქციონს, რომელზეც ქალაქის ყველაზე ისტორიული ადგილი გასხვისდება, ვადა 27 ოქტომბერს ეწურება. ანი წითლიძის განცხადებით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა არა ქალაქის იერსახის დამახინჯების ფონზე.კითხვაზე თუ საიდან ფლობს ინფორმაციას დეპუტატი იმის შესახებ რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი აპირებს სასტუმროს მშენებლობას, ანი წითლიძე ამბობს, რომ ეს არის არგუმენტირებული ფაქტები.აღნიშნული ტერიტორია არის რეკრეაციული ზონა, რაც თავითავად ბარიერს ქმნის მსგავსი ტიპის მშენებლობისთვის, თუმცა ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განმარტებით,ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არანაირი ტიპის მშენებლობა არ უნდა დაიწყოს. თოდუა ამბობს, რომ ქალაქს ახალი რეკონსტრუქციის გეგმა არ გააჩნია, გარდა 2010-2011წლებში შექმნილისა, თუმცა მისი თქმით, ეს გეგმა ხელახლა უნდა დამტკიცდეს.ქალაქის არქიტექტორი ანი წითლიძეს პასუხობს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია დეპუტატის პოზიცია, რადგან ამპროექტს მან საკრებულოს სხზდომაზე მხარი დაუჭირა.ეკატერინე თოდუა პირად საუბრებში ამბობს, რომ ტერიტორიის გასხვისების შესახებ მას ინფორმაცია არ ქონდა და ის მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ინფორმაცია სააგენტო ლაივპრესმა გაავრცელა. ხოლო რაც შეეხება საზოგადოება “ზუგდიდელს”, მისი თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ,წინა ხელისუფლების დროს მართლაც მოითხოვეს სტადიონის გადატანა იმ მოტივით, რომ ქალაქის ძველი იერსახე შენარჩუნებულიყო. მურმან ნაჭყებიას განცხადებით,საზოგადოება ზუგდიდელმა 13 ოქტომბერს ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა,მისივე განმარტებით,სასტუმროს მშენებლობას იმშემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ის სამუზეუმო კომპლექსთან ერთიანობაში ჩაჯდება.”ოდიშმა”სატელეფონო კომენტარი ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმის მთავარ არქიტექტორთან ლევან სოლოღაშვილთანაც ჩაწერა,რომელიც ადასტურებს,რომ სტადიონის გადატანაც საზოგადოების მოთხოვნით მოხდა და საგზაო კვანძის აუცილებლობის საკითხიც დადგა.ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა წინა ხელისუფლების დროს შემუშავებულ ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმას, ტერიტორიას კი,რომელიც მხარეებს შორის დავის საგანი გახდა, მფლობელი 27 ოქტომბერს აუქციონის დასრულების შემდეგ გამოუჩნდება.
ანი წითლიძე ზუგდიდის მერიისგან იმ რეკონსტრუქციის გეგმის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დამტკიცდა (VIDEO)
Published on