მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინული ,,ვიკილიქსის'' ჩანაწერებზე ხელისუფლების რეაგირებამ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია

უკრაინული ,,ვიკილიქსის” ჩანაწერებზე ხელისუფლების რეაგირებამ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია

Published on

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სახიფათო თამაშებს უწოდებს ხელისუფლების მიერ  სახელმწიფო რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ნაყალბევით მანიპულირებას და თვლის, რომ  ყველაფერი დამთავრდება ცუდად. პირველ რიგში მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და შესაძლოა ქვეყნისთვისაც.

,,ვოლტერს აქვს ნათქვამი: ის რაც სასაცილოა, საშიში არ არისო. – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში – წაიკითხავ ამ განცხადებას და გული უნდა გაგისკდეს. თურმე რაღაც უბედურება ხდება ქვეყნის თავს. არა და პირველი რეაქცია არის სიცილი. ერთი ორი უკრაინული ”დიალოგი” წავიკითხე ამ რამდენიმე თვის წინათ და მერე შევწყვიტე კითხვა. შეთხზულია ყველაზე უტვინო ადამიანების მიერ. ერთია, არ იციან თემატიკა, თუ რაზე უნდა ესაუბრათ დიალოგში მონაწილე პირებს და მეორე-ლექსიკა. აბსოლუტურად ყალბი. ისიც კი არ იციან, რა სახელებით მიმართავენ ერთმანეთს, შენობით თუ თქვენობით, ჟარგონით თუ ლიტერატურული ენით. სკოლის მოსწავლეც კი უკეთეს მოდელირებას შეძლებდა. გუშინ გავრცელებულიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

ყალბი ენა, ზედმეტად დალაგებული საუბარი, არაბუნებრივი პასაჟები. ვინმე ენის სპეციალისტი არა ჰყავს ქართულ სპეცსამსახურებს? ან ფსიქოლოგი? ან ცნობიერების ნაკადზე რაიმე სმენიათ? არაა დიალოგი ყოველთვის სატელევიზიო გამოსვლასავით მწყობრი. წყვეტილია. აზრები ხტის ერთიდან მეორეზე. ან ისეთი რა გაუჭირდათ, აეროპორტის რიგში არ დაგეგმონ გადატრიალება, როცა თურმე ორი დღე ერთად ყოფილან ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე? თუ ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს? თანაც ქვეყნის პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს და ამით თავიან შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს? თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან სახიფათო თამაში წამოუწყიათ. არ გამოუვათ. არ ჰყოფნით ამისთვის არც ინტელექტუალური და არც ელექტორალური რესურსი.. ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი-ვერც საკუთარ შეცდომებზე.''

შეგახსენებთ, დღეს  დაწყებული გამოძიების სავარაუდო მიზეზი wikileaks.center – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, საიტი არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...