მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეთქმულება ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად - სუს-მა გამოძიება დაიწყო. შეთქმულების თეორიები კვლავ გვახსენებს...

შეთქმულება ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად – სუს-მა გამოძიება დაიწყო. შეთქმულების თეორიები კვლავ გვახსენებს თავს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულებასთან დაკავშირებით. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად," – განმარტა ლევაბ იზორიამ. 

მისივე თქმით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონკრეტებს, რომ  გამოძიება  უკრაინული ვებგვერდის wikileaks.center-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. 

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინულმა ვებგვერდმა wikileaks.center-მა   გაავრცელა თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა, რომელშიც სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, სააკაშვილსა და ბოკერიას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს შედგა. სტატიაში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...