რატომ და რისთვის დამონტაჟდა ვიდეოკამერები მხოლოდ რუსთავი 2 – თან?

0
427

 გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას  ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დამონტაჟდება კამერები და 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კომენტარს ელისო კილაძე „პირველ რადიოსთან“ საუბრისას აკეთებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლება შეთქმულების თეორიებში გადავარდა . მისი თქმით, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ მზადდება და ინფორმაციები, რომელიც გარკვეულ უკრაინულ მედიასაშუალებებში ვრცელდება , არის რუსული გეგმის ნაწილი. მისი განცხადებით, შსს-ს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაამონტაჟოს კამერები და გააძლიეროს პატრულირება , ორშაბათს დაგეგმილ სასმართლო პროცესს უკავშირდება.

„უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებში რას გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ვიცი, ეტყობა გულისხმობს იმას, რომ მას შემდეგ რაც ჩემს ქალიშვილს სახლში მიუვარდნენ და კარებს უმტვრევდნენ, ორი დღე პოლიციამ თითი-თითზე არ დააკარა და მხოლოდ მინისტრთან ჩემი კომუნიკაციის შემდეგ ამოიღეს ჩანაწერები და დაკითხეს ჩემი ქალიშვილი. თუ ამას გულისხმობს უსაფრთხეობის განსაკუთრებულ ზომებში, მაშინ ტყუილად ირჯებიან. თუ რაიმე სხვას გულისხმობენ უსაფრთხეობის განსაკუთრებულ ზომებში, ანუ „რუსთავი-2“-ის ტერიტორიის ბლოკირებას მაგალითად და იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც თამაზ ურთმელიძემ უნდა მიიღოს ამ დღეებში, ეს კიდევ ცალკე საკითხია. საერთოდ მგონია, რომ ძალიან შეთქმულების თეორიებში გადავვარდით , არანაირი სახელმწიფო გადატრიალება აქ არ მზადდება. რა არის საფუძველი ? ის სულელური ტექსტები, რომელსაც რუსული მედიის დაკვეთით უკრაინული მედია ავრცელებს?სად არის აუდიო მტკიცებულება, სად არის ვიდეომასალა? ეს ყველაფერი უკვე რამოდენიმე თვეა რაც გრძელდება, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეძებენ ჟურნალისტებს,რომლებიც დაწერენ ანალოგიურ სისულელეს და საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს უხდიან თითო სტატიაში. ეს არის რუსული შეთქმულება ქართული სახლემწიფოს წინააღმდეგ. თუ ქართული სახელმწიფოს დღევანდელ ხელისუფელბას უნდა , რომ ამ რუსულ შეთქმულებაში მიიღოს მონაწილეობა ეს არის მათი საქმე. ისტორია ძალიან მარტივად , ყველაფერს არქმევს თავის სახელს. მე მიჩნდება კითხვა-რატომ მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გარშემო და რატომ არა ან ტელეკომპანია „იმედის“ ან „მაესტროს“ ირგვლივ არა. „მაესტროში“ ანალოგიურად მიმდინარეობს დავა ორ მესაკუთრეს შორის და ასევე ძალიან დაძაბული სიტუაციაა. რას ნიშნავს განსაკუთრებული დაცვის ღონისძიებების მირება მხოლოდ „რუსთავი-2“-ის პერიმეტრზე და რატომ სხვა ტელევიზიების პერიმეტრზე არ ხდება ანალოგიური რამ. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია სასამართლო პროცესთან, რომელიც ორშაბათს არის დაგეგმილი, თუ ქვეყანაში საფრთხე არსებობს გადატრიალების, მაშინ ყველა ტელევიზია , მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც უნდა იქნას ანალოგიურად დაცული,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

 
წინა სტატიაპრემიერი: “რატომ არის მხოლოდ “რუსთავი 2” ოპოზიციური? “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” ასევე არის ოპოზიციური”
შემდეგი სტატიაპრემიერი უარს ამბობს პრეზიდენტთან შეხვედრაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური