მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი: "რატომ არის მხოლოდ "რუსთავი 2" ოპოზიციური? "იმედი", "მაესტრო", "პირველი არხი" ასევე...

პრემიერი: “რატომ არის მხოლოდ “რუსთავი 2” ოპოზიციური? “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” ასევე არის ოპოზიციური”

Published on

დღეს მარტვილში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2 -თან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში“. 
"რუსთავი 2"-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს. მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიას, საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომელიც ასობით და ათასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ამ პროცესს ჩვენ აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს რის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს შორის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქიბარ ხალვაში 3 წელი ცდილობდა აღედგინა დარღვეული უფლებები და მიმართა ყველას – პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს.
"ეს კაცი 3 წელი ცდილობდა, ჩვენი დახმარებით რომ რაიმე გაეკეთებინა, მან ათსჯერ მიმართა პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს ყველას მიმართა, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, წართმეული ქონება, მაგრამ მის მსგავსად, საქართველოში არის ათასობით ადამიანი, რომელთაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ "რუსთავი 2" ოპოზიციური? ასევე "იმედი", "მაესტრო", "პირველი არხი" არის ოპოზიციური – ყველანი ოპოზიციურები არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოდგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ, იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად, ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

სიახლეები

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...