მთავარისიახლეებიპოლიტიკაიანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში: აუცილებელია მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის...

იანოშ ჰერმანი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში: აუცილებელია მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვა

Published on

სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა, ღია და პლურალისტული მედიის ხელშეწყობა ქვეყნის წარმატების ძირითადი შემადგენელია , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აცხადებს.
მისივე განმარტებით, ევროკავშირი ცდილობს იპოვოს დაძაბულობის განმუხტვის გზები და წაახალისოს დიალოგი, რაც საშუალებას შექმნის მოხდეს ქვეყნის, როგორც ერთი მთლიანობის სახის და ინტერესების დაცვა.

"ევროკავშირის დიდი ძალისხმევის წყალობით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეფორმების განხორციელებაში და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე მიმართული ძალისხმევა, ღია და პლურალისტული მედიის ხელშეწყობა ქვეყნის წარმატების ძირითადი შემადგენელია და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. 
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ "რუსთავი 2"-ის მონაწილეობით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომლის საფუძველი კერძო სარჩელია. ასე რომ, მე თავს შევიკავებ მასზე კომენტირებისგან. თუმცა, შედეგი, რომელიც მას მოყვება უფრო ფართოა და ამიტომ ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ყველა მხარესთან, ისევე როგორც მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.  ჩვენ ამ საქმეს და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს ყურადღებით ვაკვირდებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ დაძაბულობის განმუხტვის გზები და წავახალისო დიალოგი, რაც საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ქვეყნის, როგორც ერთი მთლიანობის სახე და ინტერესები. ამისთვის აუცილებელი პირობა არის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება", – აცხადებს იანოშ ჰერმანი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, აუცილებელია მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმი დაცვა და სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს შორის ღია კონკურენციის უზრუნველყოფა. 
"ვითარების შეფასებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პრინციპებით, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირს და ჩვენს საქართველოსთან ასოცირებას. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი მედიის თავისუფლებაა. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმი დაცვა და სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს შორის ღია კონკურენციის უზრუნველყოფა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საარჩევნო წელს ვუახლოვდებით", – განმარტავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...