მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა, თუმცა ძალიან ეჩქარება, რადგან ამაღამ...

გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა, თუმცა ძალიან ეჩქარება, რადგან ამაღამ ლონდონში გამგზავრება აქვს დაგეგმილი

Published on

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა. დაკითხვაზე იგი ადვოკატის გარეშე შევიდა. ე.წ.მოდულის შენობასთან გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მივიდნენ. 

როგორც ბოკერიამ მოდულის შენობაში შესვლამდე განაცხადა , მისი დაკითხვაზე დაბარება აგონიისა და ბოდვის გაგრძელებაა.

"ეს ყველაფერი იქნებოდა იუმორის საკითხი, რომ არა მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, რომლიდანაც გამოსავალს ივანიშვილი ხედავს ასეთ მოქმედებებში. ესაა პრობლემა და არა ცალკე აღებული დაკითხვაზე დაბარება.'' – განაცხადა მან. 
მისი თქმით, სააკაშვილთან უამრავი შეხვედრა შემდგარა და იგი მხოლოდ იმ შეხვედრას არ ადასტურებს, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული. 
"ერთი შეხვედრა კი არა, უამრავი შეხვედრა შედგა. მიკვირს, საერთოდ რომ გაჩნდა სერიოზულად კითხვები ამ ბოდვაზე. ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, თანაც ნაჩქარევად გაკეთებული. არანაირი ძალისხმევაც კი არ არის ჩადებული იმისთვის, რომ მიამსგავსონ რაღაცას. ეს ყველაფერი არის ნაწილი ივანიშვილის მცდელობისა, რომ ასე უპასუხოს იმ გამოწვევას, საზოგადოებაში ნდობის დაკარგვას და ამაში ხედავს გამოსავალს, რაშიც ძალიან მწარედ ცდება. თუ მომცემენ საშუალებას, მივაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან სახელმწიფო ინსტიტუტები და რას აკეთებს ივანიშვილი. ასევე როგორ ცუდ დღეში არიან ისინი, ვინც ახლა სულელური კითხვები უნდა დამისვას", – განაცხადა ბოკერიამ. 

დაკითხვაზე დაბარებამდე რამდენიმე საათთ ადრე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ამაღამ სამდღიანი ვიზიტით მიემგზავრება ლონდონში საქმიან შეხვედრებზე.

ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს,  რომ ლონდონში მეუღლესთან ერთად ისიც მიემგზავრება. მისი თქმით, ვიზიტი საქართველოში რუსული პროპაგანდის თემაზე არაერთ შეხვედრას ითვალისწინებს. იგი  არ გამორიცხავს, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება ვიზიტის ხელისშეშლასაც ისახავდეს მიზნად. 

 

 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...