მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაგიჟდით? - ტელეკომპანია ,,ტაბულას'' დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შსს - ს...

გაგიჟდით? – ტელეკომპანია ,,ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შსს – ს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

Published on

  

,,შიშს რომ დიდი თვალები აქვს და საქმე რომ ცუდად გაქვთ გასაგებია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წყობიდან უნდა გამოხვიდეთ.გაგიჟდით? – ასე ეხმაურება ,,ტაბულას'' დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან იზორიას მიერ დღეს გამართულ ბრიგინგზე გაკეთებულ განცხადებს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფოს ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. 

მე, გიგა და მიშა სააკაშვილი სისხლიან რევოლუციას "ვგეგმავდით" თურმე სტამბულის ათათურქის აეროპორტში და გამოძიება დაიწყეს .არადა გუშინ საღამოს ჟურნალისტს ვუსაყვედურე, მაგ სისულელეზე კომენტარი როგორ მოგცე მეთქი.'' წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.,,მე მართლა ძალიან მაინტერესებს, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძალიან ჭკვიანი, განათლებული და წესიერი ადამიანი ნატა საბანაძე როგორ გაამართლებს ევროპელ კოლეგებთან საქართველოს ხელისუფლების მიერ, FSB-ს საიტებზე გათავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიებას ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ან პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვთქვათ, რომ არ გაგვაუპატიურეს.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ ,,იდუმალ'' უკრაინულ ვიკილიქსში გამოქვეყნებულ ნაბეჭდ ტექსტსაც გამოეხმაურა:  "სხვა დროს, ისტორიებს რომ შეთხზავთ, გაითვალისწინეთ, რომ მიშა თამუნას მიძახის. თუ ჩემზე გაბრაზებულია – ჩერგოლეიშვილს. არანაირი თამრიკო.

რაც შეეხება მიშასთან შეხვედრას. ისიც, გიგაც და მეც ვიყავით მადრიდში (EPP სამიტი იყო). მადრიდიდან სტამბულამდე ვიფრინეთ ერთად. სტამბულში თბილისის რეისის გეითთან მოვიდა და დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ. ვიცინეთ ჩემ დაჭერაზე და გავიხსენეთ ო ჰენრის ცნობილი წითელკანიანთა ბელადი. დიდი დრო წაიღეს ქალბატონებმა, რომლებსაც მიშასთან ფოტოს გადაღება სურდათ. ცხადია ვილაპარაკეთ უკრაინაზე. ვიდექით ბევრ ხალხში, რომელთა ნაწილიც დაინტრიგებული იყო, ფიქრობდნენ, რომ მიშა თბილისში მოფრინავდა", – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის:უკრაინულმა ვებგვერდმა wikileaks.center-მა გუშინ თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, სააკაშვილსა და ბოკერიას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს შედგა. სტატიაში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

 

 

 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...