ჩვენ ბევრი ისეთი პროგრამა განვახორციელეთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ოჯახს შეეხო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მარტვილში

0
455

 პრემიერ მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, შუალედურ არჩევნებშ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, სოსო დანელიას წარდგენისას  მოსახლეობას მთავრობის სამწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო. 
მისი თქმით, საარსებო მინიმუმი არის დაახლოებით 160 ლარი, რაც მთავრობას საკმარისად არ მიაჩნია, თუმცა იგი 60%-ით გაიზარდა. 
"თქვენ გგონიათ, რომ მე ან ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია? არასოდეს მეგობრებო, მაგრამ ჩვენ პენსიების გაზრდა შევძელით 60 პროცენტით. იყო 100, გახდა 160 ლარი. ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ და გავაორმაგეთ სოციალური დახმარების პაკეტი. ამას გარდა, ჩვენ ბევრი ისეთი პროგრამა განვახორციელეთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ოჯახს შეეხო", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
პრმიერმა სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა. 
"ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო და ეს დაპირება შესრულდა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ჩაიდება დაახლოებით 1 მილიარდი ლარი. სამი წლის თავზე უკვე ინვესტირებულია 1 მილიარდი ლარი, – სახელმწიფოს, კერძო სექტორის და ბანკის ჩართულობით. რას მოხმარდა ეს თანხა – უკვე სამი წელია უფასოდ ვახორციელებთ ხვნის და თესვის პროგრამას, თამამად მინდა გითხრათ, გადაჭარბების გარეშე, რომ ამ სამი წლის თავზე დამუშავდა იმაზე მეტი მიწა, ვიდრე ბოლო 25 წლის მანძილზე იყო დამუშავებული. კომუნისტური პერიოდის შემდეგ, ამდენი მიწა არ არის დამუშავებული საქართველოში. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. მზად ვართ, რომ მივიღო კრიტიკა, მაგრამ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე ვნახე ძალიან ბევრი სავარგული, რომელიც მთავრობამ დაამუშავა, შემდეგ ოჯახებმა აღარ მიიყვანეს ბოლომდე. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ერთად შრომა აუცილებელია, ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით, იქნება ეს იაფი აგროსესხები თუ სხვა. დაახლოებით 800 მილიონის ღირებულების 26 ათასი აგროსესხია გაცემული. 136 ახალი საწარმოა დაფინანსებული სოფლის მეურნეობის დარგში. მეკითხებიან სად არის საწარმოები და ამაზე ააგორეს მთელი კამპანია, ხალხს ატყუებდნენ, რომ საწარმოები არ გაკეთებულა. ამის შემდეგ, რამდენჯერმე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, გააკეთეს და მოაწყვეს ტურები და თავად აჩვენეს, რომ ყველა რეგიონშია ეს საწარმოები. ასევე, დავიწყეთ უპრეცენდენტო პროგრამა – "აწარმოე საქართველოში". ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ადგილობრივი წარმოების არარსებობა. ყველანაირი საშუალება და უნარი გვაქვს, თავად ვაწარმოოთ ქართული და ამ სულისკვეთებით დავიწყეთ ეს პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსებულია 100-ზე მეტი საწარმო. 10 პროცენტს ვუფარავთ ყველა მეწარმეს და ფერმერს ბანკში, რომელიც ამ პროგრამაშია ჩართული. ვაძლევთ გარანტიას, რომ აიღონ სესხი ბანკიდან. ისინი იხდიან 1 ან 2 პროცენტს. ვაძლევთ უფასოდ ყველა საჭირო საშუალებას, იქნება ეს მიწა, შენობა-ნაგებობა თუ დახურული ქარხანა. ახლა საჭიროა მეტი კრეატიულობა, ჩართულობა და რწმენა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია", – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, პრემიერის დავალებით, მთავრობამ დაამუშავა თითოეული რაიონის რესურსები.
"ჩვენ გვაქვს უნიკალური ქვეყანა, ყველა რაიონში არის იმაზე მეტი რესურსი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ფეხზე დააყენებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

წინა სტატიავინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული – განაცხადა პრემიერმა მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ივანიშვილის და მისი თოჯინები ცუდად დაამთავრებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური