ამონარიდები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში

0
362

"ორი ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ დღეს. "რუსთავი-2" დაათრევს ამ ორი ათას კაცს, ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია…"

“ ფატი ხალვაში ძალიან სიმპატიური ქალბატონია. ვფიქრობ, ძალიან კარგი დეპუტატია. არცერთ შემთხვევაში არმქონია საუბარი ქალბატონ ფატისთან მისი ძმის [ქიბარ ხალვაშის] შესახებ. მის ძმას შენახვედრი ვარ გერმანიაში. საერთო ჯამში, რაც უქნეს ქიბარ ხალვაშს, ჩემზე კარგად იცით. ამ მხრივ მე, რა თქმა უნდა, აღვუთქვი დახმარება, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ შევძელით. მე რამდენადაც ვიცი, ის პროკურატურაში დადიოდა ძირითადად. პროკურატურამ ეს ვერ მოახერხა და წავიდა საერთო სასამართლოში. საოცარი აჟიოტაჟია ატეხილი. რატომ წინასწარ ყვირიან? თუ მართლები არიან, რატომ არიან ისტერიკებში? ”

,,ვინ არის გვარამია, რა უნდა… მესაკუთრე არაა, ის არის მენეჯერი. ყარამანაშვილებია აქ… შეხედეთ, ძალიან დიდი ეჭვია, კეზერაშვილზე უნდოდათ გადაფორმება და სასამართლომ არ გაუშვა. რა შუაშია გვარამია. გვარამია არის იმ შუაში, როგორც ამ საშინელი კადრების გადაღების დროს. რა დღეში ჰყავდათ მოსახლეობა“ 

“ რუსთავი2-ის საქმეზე ძალიან დიდი აჟიოტაჟია. მოსამართლეზე თვითონ ძალადობენ. გაიხსენეთ უგულავას სასამართლო, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსამართლეს. გაიხსენეთ უფრო ადრეული – მერაბიშვილის სასასამართლო. გაიხსენეთ ახალიას სასამართლო. ამ ხალხს რა დღეში ჰყავდათ საზოგადოება და როგორ ექცევიან მოსამართლეებს. დღეს უკვე მოსამართლის გასამართლება უნდათ. იქით გადავიდა აქცენტი, რომ მოსამართლე უნდა გასამართლდეს და არა სამართალი გამოიტანოს ამ დავაში. დავას თავი უნდა დავანებოთ და მოსამართლე გავასამართლოთ. ასეთია ჟიოტაჟი შექმნეს. რატოა ასეთი აჟიოტაჟი, რისი ეშინიათ. როგორ კადრულობენ იმას, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ყველას. მთელს სისტემას აყენებენ შეურაცხყოფას. არ ვიცი მე, როგორ გადაწყდება ეს დავა. იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ეს დავა, სად მიდიან, რომ მოსამართლემ დავა გადაწყვიტოს, რაც არ უნდა გამოვრიცხოთ, მათ სასარგებლოდ. აი, რას შვრებიან მაშინ? ”

,,მე არავითარი ბერკეტი ზემოქმედების არ მაქვს, მე არ მყავს ჯარი და ძალოვნები. ერთადერთი მე მაქვს მოსახლეობის ჭარბი ნდობა და არჩევნების დროს შემიძლია ხალხს მივანიშნო, ჩემს სიტყვას აქვს ფასი. როგორც სჩანს მე მაქვს კარგი პოზიცია დაჭერილი. აქამდე არ მითქვამს და ეხლა ვიტყვი, რასაც ვაკეთებ ვაკეთებ საზოგადოებისთვის და არაფერი პირადული არ მაქვს. თანაინვესტირების ფონდის დაარსებამ უამრავი წვლილი შეიტანა ეკონომიკის განვითარებაში, თუ გნებავთ პანორამა, ურეკში სასტუმრო მთავრდება ეხლა ზღვაში შეჭრილი, ყველა ეს ექსკლუზივი ჩემი ფულით კეთდება და ეს ფული არსოდეს არ დაბრუნდება, მაგრამ ძალიან დიდ შანსს მისცემს საქართველოს ისევე როგორც დიდ შანსს შემატებს პანორამა თბილისს. დამპატიჟეთ ჟურნალისტებმა და ვიტყვი, რომ არცერთი ჩემი ქმედება არ არის პირადული, ვაკეთებ მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისთვის და ამას საზოგადოება აფასებს. ამიტომ უწევენ ჩემს რჩევებს და პოზიციას ანგარიშს, რასაც არაფორმალურ მართველობას ეძახიან… ეს არის ჩემი ბერკეტი. არაფორმალური მმართველობა იყო 2008 წლიდან როცა ხალხის აზრს არავინ ითვალისწინებდა და ეს იყო ნაციონალური მოძრაობა“

"თქვენ გინდათ, ხვალ აქ შვეიცარია იყოს? ასე არ მოხდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, ეს მოლოდინები უკუვაგდოთ და დავუბრუნდეთ რეალობას"…

წინა სტატიარუსული კომპანია reg.ru ადასტურებს, რომ უკრაინული ვიკილიქსის მომსახურებას სწორედ ის ახორციელებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია აცხადებს, რომ განხილვის ღირსად არ მიიჩნევდა ამ სამარცხვინო ეპიზოდს, რომ არა კონტექსტი, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური