მთავარისიახლეებისაზოგადოება4 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს

4 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს

Published on

ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან თავი იმავე დღეს მოიკლა, როდესაც ოთხი ადამიანი მოკლა.
გიორგაძის გარდაცვალების ფაქტს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. 
უწყების წარმომადგენლის ელენა ალექსეევას ცნობით, გიორგაძესთან ერთად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. 
შეგახსენებთ, მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების წინასწარი ვარაუდით, გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სავარაუდოდ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე პირი მეგობრობდა. კონფლიქტი კი იმის გამო მოხდა, რომ ქართველ ბიზნესმენს ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო შეკვეთებს აღარ აძლევდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, გიორგაძეს კრასნოგორსკის რაიონში სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული.

სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე საათში გიორგაძის მძღოლი, შოთა ელიზბარაშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა და ჩვენება მისცა. ელიზბარაშვილის ადვოკატმა სამართალდამცავებს დაურეკა და აცნობა, რომ მის კლიენტს საკუთარი ნებით საგამოძიებო ორგანოში მისვლა სურდა. მძღოლის თქმით, მკვლელობის მომენტში ის გიორგაძის გვერდით იმყოფებოდა. მკვლელობის ადგილის დატოვების შემდეგ კი, გიორგაძემ გზაში "შემთხვევით" გამვლელიც მოკლა, რამაც მძღოლი ძალიან შეაშინა და პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა.
მოსკოვის ოლქის კრასნიოგორსკის რაიონში, ორი ჩინოვნიკისა და შემთხვევითი გამვლელის მკვლელობაში, ეჭვმიტანლი ქართველი ბიზნესმენის, ამირან გიორგაძის სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „ვზგლიადი“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინებოდა. გამოცემის თანახმად, ცხედარი გიორგძის ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორს ეკუთვნოდა.

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...