მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტი პრემიერს პორნოკრატიის დამყარების მცდელობაში დებს ბრალს

ჟურნალისტი პრემიერს პორნოკრატიის დამყარების მცდელობაში დებს ბრალს

Published on

 საქართველოს მთავარი  პროკურატურის სპეციალური განცხადებით, გუშინ პროკურატურაში შეხვედრაზე დაბარებულმა რუსთავი 2 – ის  გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ოფიციალურად დაასახელა  პირი, რომელიც 21 ოქტომბერს  შეხვდა მას და გააცნო ხელისუფლების გზავნილი, რომლის თანახმადაც, თუ გვარამია რუსთავი 2-ის მართვის პროცესს არ ჩამოსცილდებოდა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასა და სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ.

ეს პირი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ყოფილი ხელმძღვანელი  ალექსი ახვლედიანია და ადასტურებს, რომ  ოთხშაბათს დღისით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ოფისში ნამდვილად შეხვდა  ნიკა გვარამიას, თუმცა პრესასთან დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.  

გაზეთ„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე პირველ რადიოსთან საუბარში  ახლედიანს უწოდებს ,,პირდაპირ ხაზს ღარიბაშვილთან და მის ახლო გარემოცვასთან.'',,მეშეგახსენებთ, იმ სკანდალებს, რომელშიც პერიოდულად ეხვეოდა ალექსი ახვლედიანი – ამბობს კილაძე – . მხედველობაში მაქვს, ოლიმპიური სკადალები და ძალიან დიდი კორუფციული სქემა, რომელსაც ის ღარიბაშვილის გარემოცვასთან ერთად ახორციელებდა და ძალიან ბევრი ფულია ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული. გამომდინარე აქედან, მე კითხვითი ნიშნები საერთოდ აღარ დამრჩა. პრემიერი, მისი სიმამრი, მისი ახლო გარემოცვა, არის მეგის ქარდავას პორნოინდუსტრიის გაგრძელება და ეს ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი ამ ბინძური მეთოდებით ცდილობენ თავიანთი მოწინააღმდეგეების დაშინებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა ადამიანებიციყვნენ, უბრალოდ ისინი არ არიან ნიკა გვარამიასნაირი სამოქალაქო გმირები და ამ განცხადებას საჯაროდ არ აკეთებენ. ეს არის უბინძურესი გზა, რასაც დაადგა პრემიერი ღარიბაშვილი და ის ისტორიაში შევა, როგორც პორნოკრატიის დამფუძნებელი საქართველოში. ეს არ არის რიგითი შემთხვევა, და გამომდინარე იქედან, რომ ნიკა გვარამია არ აპირებდა ამ სახელის და გვარის დაფარვას, პროკურატურა იძულებული გახდა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა და იმ პირის ვინაობა დაესახელებინა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის სახელით მივიდა ნიკა გვარამაისთან. . მთავრობის მეთაური პრემიერი უნდა გადადგეს, სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არის. არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრემიერი, რომელიც არის დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების ორგანიზებით, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, და ამის შემდეგ მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორის შანტაჟით.“

სიახლეები

ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

"ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე"...

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...

ყაჩაღობისთვის ძებნილი ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს...

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...