მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 შენთვის - გრანდიოზული კონცერტი თავისუფლების მოედანზე

რუსთავი 2 შენთვის – გრანდიოზული კონცერტი თავისუფლების მოედანზე

Published on

40 ათასამდე მაყურებელი ესწრება რუსთავი 2 – ის გრანდიოზულ კონცერტს, რომელიც 2 საათზე მეტია დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

კონცერტის დაწყების წინ ს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა შეკრებილებს ტელეკომპანიის მხარდაჭერისთვის.

 

„დღეს აქ ჩვენ, რუსთავი 2-ელები მოვედით თქვენთან, ამ ქვეყნის თავისუფალ ხალხთან იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც გვაჩერებენ ყადაღებით, როდესაც გვიმონტაჟებენ თავზე კამერებს, როდესაც გვაშანტაჟებენ ათასი სისაძაგლით, ჩვენ მაინც მოვდივართ იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით-ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან, თქვენთან. რუსთავი 2, ყველა, ვინც დღეს აქ მუშაობს ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის, იმისთვის, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ ჩავარდეს იმ დღეში, რა დღეშიც ჩვენ გვაგდებენ ამ დღეებში. იმისთვის, რომ თქვენ ახალგაზრდებმა თქვენი კარიერა გააკეთოთ და თქვენი ბედნიერება იპოვოთ თავისუფალ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ ქართველი პენსიონერები ცხოვრობდეთ უკეთესად, იქ სადაც პატივისცემით გეპრობიან და აბუჩად არ გიგდებენ, იმისთვის, რომ თქვენ ქართველი პოლიტიკოსები იყოთ თანაბარი ყველას წინაშე, კანონის წინაშე და გქონდეთ თანაბარი შანსი გაიმარჯვოთ თანასწორ არჩევნებში და აქ შეკრებილმა ადამიანებმა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელმძღვანელი და ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მოვალთ თქვენთან და ვიტყვით მართალ სიტყვას, იმიტომ, რომ ეს რუსთავი 2-ია. როდესაც ესე ძალიან უნდათ, რომ საქართველოში არ იყოს არაფერი, მათ შორის თავისუფალი სიტყვა და რუსთავი 2, აქ მოსვლით ათაითასობით ქართველმა დაამტკიცა, რომ არაფერი არ წყდება ,,იქ'', ყველაფერი წყდება აქ, ადამიანებში, ქართველებში, თავისუფალ ხალხში. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...