მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 -ის საქმე - რას ფიქრობს საზოგადოება (VIDEO)

რუსთავი 2 -ის საქმე – რას ფიქრობს საზოგადოება (VIDEO)

Published on

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრშია. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ის, რაც კომპანიაში ხდება სამართლებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშს  მთავრობა იყენებს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ს თავისუფალი სიტყვის უფლება წაართვას. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ კურიერის სპეციალურ გამოშვებაში სკანდალური განცხადება გააჟღერა. გვარამიას განცხადებით, დაემუქრნენ მის ოჯახს და მას ვიდეოზე გადაღებული კონკრეტული ურთიერთობებით. დღეს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე უამრავი ადამიანი მივიდა, მათ შორის პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არხის მხარდასაჭერად ჯგუფები რეგიონებიდანაც ჩავიდნენ. ქალაქში გამოკითხულთა აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლებას. სიტყვის თავისუფლებას მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციური პარტიის წევრებიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა კი აცხადებს რომ ქიბარ ხალვაში სამართლიანობისთვის იბრძვის. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველპარტიას. ზუგდიდის საკრებულოს წევრიკახა ფარცვანია ფიქრობს, რომ ეს არის ბრძოლა წართმეულიქონების დასაბრუნებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები  მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებული საგანგაშო მოვლენებისა და  რუსთავი 2-ზე ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი შეტევებისა და ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. მთავრობისგან განსხვავებით თავისუფალ სიტყვას და რუსთავი2-ს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მოსამართლე ურთმელიძეს არ მიიღოს  ხისტი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ხოლო რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ის მომავალ  ორშაბათს, 26 ოქტომბერს  ჩაინიშნა.

სიახლეები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...