მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

Published on

აშშ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, — განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა “რუსთავი-2-ის” ჟურნალისტს, დავით ნიკურაძეს სათანადო კითხვის პასუხად.

„ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. გამოვდივართ მოწოდებით, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყველგან და, რა თქმა უნდა, საქართველოში, მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვითა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით წარიმართოს“, — აღნიშნა მარკ ტონერმა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისოდ და მთელი რეგიონისთვის სამაგალითოდ არის აღიარებული.

„ამგვარად, ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით“, – განაცხადა მარკ ტონერმა.

სიახლეები

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...