მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების დაკარგვის ზღვარზეა

მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების დაკარგვის ზღვარზეა

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  პუტინის კაცი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების დაკარგვის ზღვარზეა.  ,,ყველა გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჩემი პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დამაჯერებლად ლიდერობს და წინ უსწრებს ივანიშვილის პარტიას – ამის შესახებ მან გამოცემა ,,გორდონისთვის“ გაკეთებულ კომენტარებში განაცხადა.

.არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილება ,,რესპუბლიკის“ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ინიცირების შესახებ ოდესის გუნბერნატორმა შეაფასა როგორც პუტინის სიგნალი სააკაშვილის გუნდისთვის :

თიბილოვის განცხადება რეფერენდუმის შესახებ არის პუტინის სიგნალი, რომ თუკი ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსირებას მოახდენს და ომს წამოიწყებს. მაგრამ პუტინს ახლა საამისო ძალები არ შესწევს, მან მეტისმეტად ღრმად შეტოპა სირიაში. ადრე ასეთი მუქარები ჭრიდა, ახლა კი ეს ცუდუბრალო ბაქიბუქია  – აცხადებს პოლიტიკოსი.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო კანონმდებლობის თანახმად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. რეგიონებმა 90 – იან წლებში თბილისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – წერს ,,გორდონი’’ – 2000 – იან წლებში მათი დამოუკიდებლობა სცნო ოთხმა ქვეყანამ – რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

 

2014 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს.

 

ბიძინა ივანიშვილი პარტიული ბლოკის  ,,ქართული ოცნების’’ ფუძემდებელია, ეს ბლოკი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების  შედეგად და ნახევარზე მეტი ადგილი მოიპოვა ქვეყნის პარლამენტში

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...