მთავარისიახლეებისაზოგადოება„დანერგე მომავალი“ - პროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვა ზუგდიდში.

„დანერგე მომავალი“ – პროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვა ზუგდიდში.

Published on

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მენეჯერმა ლევან დოლიძემ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამეობის დარბაზში სამეგრელოს თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შეტანილი ცვლილებები გააცნო. პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო და ამ დრომდე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 21 განაცხადია შესული. აღნიშნული პროექტის მენეჯერის ლევან დოლიძის განმარტებით, მეორე ეტაპის დაწყებისთანავე პროგრამაში ცვლილებები შევიდა, თუმცა უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინასების პრინციპი.პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575 ათასი ლარის დაფინანსება, 89 ჰექტრამდე მიწის ფართობზე გაშენდა სხვადასხვა სახეობის ხილის კულტურები.პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია 15 მილიონი ლარის დახარჯვა, ამასთან 1 00 – 1 200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...