მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

Published on

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსთავი 2-ის კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება  რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს  და აშშ ყოველთვის მედიის თავისუფლების სადარაჯოზე დადგება.  "ჩვენ ადრეც ვილაპარაკეთ ამ თემაზე და გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლების შესახებ. ეს პოზიცია უცვლელია.- განაცხადა მან დადააკონკრეტა, რომ გულისხმობს პოზიციას, რომელიც   მცირე ხნით ადრე  უწყების წარმომადგენელმა  მარკ ტონერმა გამოხატა. ტონერმა შემაშფოთებელი უწოდა მედია გარემოს პლურალიზმის შემზღუდავ ქმედებებს და მთავრობას რუსთავი 2-თან მიმართებით მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა. 

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას   ფართო რეზონანსი მოყვა საქართველოში.  არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრით, მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებზე.

„ჩვენი პარტნიორები, რომლებიც გვეხმარებიან წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში გაძლიერდეს დემოკრატიული პროცესები, ისეთი საბაზრო პრინციპის შელახვას, როგორიც არის კრიტიკული მედიის ჩახშობა, დიდი შეშფოთებით ხვდებიან. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში არ მოხდეს ის, რასაც გეგმავს ხელისუფლება,“  – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის  ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს რუსთავი 2-ის ირგვლივ და ზოგადად მედია გარემოში.

 ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლებას ურჩევენ ყურადღებით მოუსმინონ საქართველოს პარტნიორებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის ჩვენი სტრატეგიული და მთავარი პარტნიორი. საქართველოს მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს, არ უნდა ქონდეს იმედი, რომ საერთაშორისო ყურადღების გარეშე დარჩება ეს საკითხი,“ – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

 სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, პირველი კომენტარი გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. 

 . "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.   ჩვენ რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ, შესაბამისი უწყებები აცნობებენ, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება. მისი   თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, რომ მთავრობა არ ერევა მედიის საქმიანობაში. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. კერძო პირებს შორის დავისთვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და სწორედ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. – ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...