მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს

Published on

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება, სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, მათ შორის   თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ეროვნულ დემოკრატები და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი თავად აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ რუსთავი2-ის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. სხდომას საქალაქო სასამრთლოში რუსთავი 2-ის ცნობადი სახეებიც ესწრებიან. "ჩენ მარტო სიტყვის თავისუფლება დაგვრჩა და არ დავთმობთ,"- ამ ლოზუნგით სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ "რუსთავი 2-ის" დახურვას. მიმდინარე პროცესების უკან კი აქციის მონაწილეები მთავრობას ხედავენ. "მოვედით სიმართლის დასაცავად, ქვეყნის დასაცავდ. ჩვენ არ დავუშვებთ წაგვართვან სიტყვის თავისუფლება,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...