მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში

რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში [Video]

Published on

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით – „არ დავუშვებთ არხის გაჩერებას“, „ხელები შორს რუსთავი 2 -სგან“, „ინფორმაცია ცენზურის გარეშე“. შეკრებილებმა ხელისუფლებას მოუწოდეს არ შეუშალონ ხელი ტელეკომპანიას მუშაობაში. ისინი ამბობენ, რომ რუსთავი 2 -ის დახურვით საქართველოში განსხვავებული ინფორმაციის მიღების საშუალება შეიზღუდება. ზუგდიდის პარალელურად საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2 -ის“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ქალებმა მიიღეს. დღევანდელი აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხვალ, 19 ოქტომბერს სასამართლო ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი პერმანენტული აქციის გამართვასაც არ გამორიცხავენ რუსთავი 2 -ის დასაცავად.

სიახლეები

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...

შსს- დავაკავეთ მამა, რომელიც 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა

შსს-მ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980...