მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

Published on

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42 პროცენტმა აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია". 
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დაასახელა 14%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 13%, კატეგორიაზე "არ ვიცი" – მოდის 8%, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა. 4-4% მოდის ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე", 3-3% ლეიბორისტულ პარტიასა და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე", დანარჩენი 3% კი ნაწილდება კატეგორიაზე "სხვა". ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...