შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, სადაც დაკავებული თამარ ჩერგოლეიშვილი იმყოფება, გიგა ბოკერია მივიდა. გიგა ბოკერიამ მეუღლისა და მისი თანმხლები პირების დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების სტანდარტია, რომ შეზღუდოს მისი ოპონენტების სიტყვის თავისუფლება. "დღეს აქციაზე სამი პირი დააკავეს, იმიტომ, რომ ისინი მშენებლობის ღობეზე პლაკატებს აკრავდნენ. იმ ვითარებაში დააკავეს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების დასპონსორებული აგრესიული ჯგუფები პლაკატებს აკრავენ მთელ ქალაქში, ხელისუფლების დაკვეთით მოდიან ჩვენს სახლებთან, აკეთებენ ყველაფერს პოლიციის თვალწინ, თუმცა არ ხდება მათი დაკავება. პოლიცია მოქმედებს მთავრობის დავალებით, შინაარსიის მიხედვით, ქმედება კი არ არის დასჯადი, ისჯებიან ისინი ვინც უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას", – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც საგამოძიებო სამსახურთან მეგობრებთან ერთად მივიდა. სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილის დაკავებას გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი. „რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ზურაბიშვილი.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...