მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ნარი" აფხაზებისა და სომხების ამბიციებზე აპელირებს და სირიაში ბრძოლისკენ მოუწოდებს

,,ნარი” აფხაზებისა და სომხების ამბიციებზე აპელირებს და სირიაში ბრძოლისკენ მოუწოდებს

Published on

ფხაზეთის სომხებს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ. ასეთი წინადადებით მიმართა აფხაზეთის სომხურ სათვისტომოებს სომეხთა საერთაშორისო მოძრაობა ,,NAR – ის ლიდერმა ამრამ პეტროსიანმა. კერძოდ, მის მიმართვაში ნათქვამია: ,,ვლადიმერ პუტინმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, წინ აღუდგეს ტერორისტული ჭირის გავრცელებას მთელ სოფლიოში, ჩვენი კავკასიის ჩათვლით, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას თვითდამშვიდებას მივეცეთ. სანამ რუსი მფრინავები ტერორისტების ბაზებსა და საბრძოლო პოზიციებს ბომბავენ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი აქტივობა . უნდა გვახსოვდეს, რომ სირიის სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობენ ჩვენი ძმები – სომხები და  აფხაზები და ამ ძნელბედობის წუთებში მათ გვერდით დგომა გვმართებს. ჩვენ ვერ უნდა შეგვაშინონ ტერორისტებმა, რადგან ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხის – შემოქმედის დამცველის, მშრომელის– ათასწლოვანი კულტურა და ისტორია.  ამიტომ გთავაზობთ უახლოეს დროში შევქმნათ საერთაშორისო მოძრაობა ,,ნარისა" და აფხაზეთის სომხური სათვისტომოების ერთობლივი დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება  სირიაში, უშუალოდ საომარ პოზიციებზე, რათა იქ, ადგილზე თანამოძმეებთან ერთად შევიმუშაოთ ეფექტიანი მრავალმხრივი მოქმედების სტრატეგია ტერორიზმთან ბრძოლის მხარდასაჭერად.   ამასთან გთავაზობთ უშუალოდ ბრძოლის წინახაზის სიახლოვეს შევქმნათ ჰუმანიტარული შტაბი, რომელიც ითანამშრომლებს სირიის არმიასთან და  მოხალისე სომეხთა რაზმებთან. დარწმუნებული ვარ, დადებითად გამოეხმაურებით ამ მოწოდებას. თვით ეპოქა მოითხოვს ჩვენგან გაბედულსა და უშიშარ ქმედებას –ისტორია იმახსოვრებს გმირებს და ივიწყებს ლაჩრებს!''– ნათქვამია მიმართვაში.

წყარო: http://nar.am/

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...