მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის შოკისმომგვრეკლი დანაკარგები უკრაინასა და სირიაში

რუსეთის შოკისმომგვრეკლი დანაკარგები უკრაინასა და სირიაში

Published on

აშშ  აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შოკისმომგვრელ ციფრებს ასახელებს. ომის დაწყებიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების 7 -დან 12  ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. – ეს მონაცემები ატლანტიკური საბჭოს ვიცე – პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა გამოაცხადა, იუწყება ,,პრესა უკრაინი“. 

უისლსონის თქმით, უკრაინაში გაჩაღებული ომის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა რუსეთის ეკონომიკასაც. მან აღნიშნა, რომ ამ სიტუაციამ მაინც ვერაფერი ასწავლა პრეზიდენტ პუტინს, რასაც მოწმობს ბოლო დროის მოვლენები  სირიაში. იგი თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინის თამაშები მისთვის სავალალოდ დასრულდება.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პუტინმა შესაძლოა მიაღწიოს კიდეც რაღაც წარმატებას ერთი – ორი თვის მანძილზე, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი ცუდ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ასადი თავისი ხალხის ჯალათია და პუტინი თავისი თავის მასთან ასოცირებას ახდენს. ვფიქრობ, იგი ცეცხლს ეთამაშება – დასძინა უილსონმა.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს პუტინმა მიაღწია  თავისი არმიის ქვეყნის ფარგლებს გარეთ  მოქმედების სანქცირებას რუსეთის საბჭოს მიერ. იმავე დღეს რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბვები განახორციელეს სირიის ტერიტორიაზე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ქამთან მოკლულ იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალი და დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე.

ამავე დროს, ,,ალ – ქაიდას“ სტრუქტურული ქვედანაყოფის ,,ფრონტ ან – ნუსრას“  მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეო მიმართვა , რომელშიც  რუსეთს შეახსენეს მისი  სამარცხვინო ავღანური კამპანია გასული საუკუნის 80 – იან წლებში. მიმართვა  სირიელ მებრძოლთა თხოვნით ჩაიწერეს გამოცემა VG – s  ჟურნალისტებმა.

ვარაუდობენ, რომ მიმართვას რუსულ და არაბულ ენებზე  ახმოვანებს ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი, რომელიც სირიაში ბასარ აშადის მოწინააღმდეგეთა რიგებში ომობს.

არიან კი მზად რუსი ჯარისკაცები მოკვდნენ პუტინის ეგოიზმისთვის? თუკი ისინი ამისთვის მოვიდნენ აქ, შევახსენებთ, რა სამარცხვინოდ გაიძურწნენ ავღანეთიდან. თქვენი შვილები, თქვენი ახლობლები თუთიის კუბოებით დაგიბრუნდებიან, რადგან აქ მოვიდნენ როგორც ოკუპანტები. ჩვენ ვამბობთ, რომ ბასარ ასადი არის ტირანი, რომელიც მუსულმანებს ხოცავს და არც მოხუცებს, არც ქალებს ინდობს…“ – მიმართავს რუს მებრძოლებს ,,ფრონტ ან – ნუსრას“  წარმომადგენელი. – იგი აქვე აღნიშნავს, რომ ის და მისი ძმები ებრძვიან არა მხოლოდ ასადს, არამედ ,,ჯოჯოხეთის ძაღლებსაც’’ ანუ ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლებს.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...