მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუთაისის პოლიციაში რუსთავი2--ის მხარდამჭერების დაკითხვა გრძელდება

ქუთაისის პოლიციაში რუსთავი2–ის მხარდამჭერების დაკითხვა გრძელდება

Published on

ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, „თავისუფალი ზონის“ წევრი ნატალია ქუთათელაძე დაკითხეს. ქუთათელაძის თქმით, ის სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის შენობასთან „რუსთავი 2“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიბარეს.  დაკითხვას საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი და ადვოკატი ელისო დათუსანი დაესწრნენ. პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აღნიშნულ დაბარებებს პოლიტიკურ სარჩულს ადებს და აცხადებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის და, ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების საპყრობილეებში გამოკეტვა ან მათი დაშინება სურს. "ჩვენ უბრალოდ მოვყვებით ჩვენს მეგობრებს, თანაგუნდელებს, იმიტომ, რომ შეგვექმნა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს საგამოძიებო უწყებების თვითმიზანი არის არა საქმის ობიექტური გამოძიება, არამედ იმ ადამიანის პოვნა, რომელსაც აიძულებენ და ათქმევინებენ როგორ მოხდა დეპუტატ ლორთქიფანიძეზე ფიზიკური ზეწოლა, თუ იმ კითხვების მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც დაკითხულებს დაუსვეს. ჩვენ მედიასაშუალებებთან და საიასთან ერთად გვინდა ერთგვარი მონიტორინგი გავუწიოთ ამ პროცესს, რათა ყველაფერი ობიექტურად წარიმართოს. საქმის ობიექტურად წარმართვა და გამოძიება უნდა იყოს საზოგადოებისა და გამოძიების ინტერესი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს აქციებში მონაწილეობა არის დასჯადი და ამის დასტურია ის ადამიანები, ვინც დაააკავეს და ასევე ვინც დაკითხვაზე დაიბარეს. და ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მსგავს აქტივობებში იღებს მონაწილეობას,"- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე. დაკითხვაზე დაბარებული აქციის ერთ-ერთ მონაწილის, ირაკლი გვალიას განცხადებით,  ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ „ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ დამიბარეს დაკითხვაზე. გამომძიებელი ჩამჩიჩინდა, ვნახე თუ არა ხელის დაარტყმის ფაქტი. ყველანაირად ეცადნენ ისეთი რაღაც მეთქვა, რომ ბიჭების ბრალეულობა გაემყარებინათ და დაეტოვებინათ ისინი ციხეში. სამწუხაროდ შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ გამოძიება საქმის წარმართვას ობიექტურად არ ცდილობს," – ამბობს ირაკლი გვალია. 

სიახლეები

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა...

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიღებას 53-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა,...

9 მაისისთვის პუტინის “ზავის” პასუხად ზელენსკიმ 5-6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

9 მაისის აღლუმისთვის კრემლის მხრიდან "ზავის" გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ...