მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ახალ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძე დაინიშნა

პრეზიდენტის ახალ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძე დაინიშნა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ახალი მრჩეველი "ახალი მემერჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება. იგი პოლიტიკური საკითხებში იქნება მრჩეველი. "ფიქრია ჩიხრაძე დაიკავებს მნიშვნელოვან როლს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც ჩართული არიან პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია.  ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალი მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ფიქრია ჩიხრაძეს აქვს ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსული. "მე, ფიქრია მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩართული ვიყავით ყველანი პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენ სრულ ღირებულებით თანხმობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხს ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, იმას რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", – განაცხადა პრეზიდენტმა. ფიქრია ჩიხრაძე პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე იყო.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...