მთავარისიახლეებიკონფლიქტებიორგანიზაცია"მოქალაქე" ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებას უარყოფს

ორგანიზაცია”მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებას უარყოფს

Published on

 

 ორგანიზაცია ,,მოქალაქემ''  Facebook-ში  თავის გვერდზე განათავსა განცხადება, რომელშიც უარყოფს აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა. ,,ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს", – ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე, შეიძინოს   აფხაზეთში უძრავი ქონება,  მიმდინარე წლის აგვისტოში, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე ისტორიკოსმა თემურ აჩუგბამ განაცხადა. მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური ფონდი დააფუძნა და მზადაა, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით.

 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...

ზელენსკის თქმით, “უახლოეს მომავალში” პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს დაწერა, რომ "უახლოეს მომავალში" აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან...