ერაყში დაჭრილია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაქრ ალ ბაღდადი

0
539

ირანული გამოცემა IRNA იტყობინება, რომ ერაყში, სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაქრ ალ ბაღდადი დაიჭრა. ზოგიერთი წყარო ავრცელებს ინფორმაციას  ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებაც კი, თუმცა ეს ჯერჯერობით არ დასტურდება.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშები ტერორისტების ავტომობილებზე ერაყის ავიაციამ ანბარის პროვინციაში, ქვეყნის დასავლეთით განახორციელა.   IRNA -ს ინფორმაციით, ალ-ბაღდადი სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოს" სხვა ლიდერებთან შესახვედრად მიემგზავრებოდა. იერიშის შედეგად დაიღუპა ალ-ბაღდადის მრჩეველი აბუ უმას აშ-შიშანი და ბოევიკების მეთაური აბუ ანის ალ-სური. 

წინა სტატიაNDI: ქართული ოცნება – 24%, ენმ – 16%, თავ.დემ – 5%, გადაუწყვეტელი – 45%
შემდეგი სტატიადღეს “რუსთავი 2”-ის, “ტელეიმედის”, “კომედი ტვ”-ის, “GDS ტვ”-ს, “ტაბულას” მიღების შეფერხების შემთხვევაში სეთ ტოპ ბოქსები უნდა გადაიტვირთოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური