მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზები 13 მილიარდის კომპენსაციას ითხოვენ

აფხაზები 13 მილიარდის კომპენსაციას ითხოვენ

Published on

აფსნი-პრესის ცნობით, რუსულ-აფხაზური კომისიის დადგენილებით,რუსეთის  ქართველი  მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან არიან, აფხაზეთში საკუთარ ქონებას ვერ დაიბრუნებენ მანამდე, სანამ საქართველო აფხაზეთს ომის დროს მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს .

“რუსულ-აფხაზური კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან და წარმომავლობა აფხაზეთიდან აქვთ, ჩამოერთმევათ მათი ქონება აფხაზეთში. გადაწყვეტილება გადაიხედება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო აფხაზეთს 1992-1993 წლებში მიყენებულ ზარალს 13 მილიარდ დოლარს აუნაზღაურებს” – ნათქვამია დადგენილებაში.

კომისიის თქმით, ამ ადამიანებს  15-20 წლის მანძილზე კომუნალური გადასახადები არ გადაუხდიათ და არ მოუვლიათ საკუთარი სახლებისთვის – ნათქვამია კომისიის დოკუმენტში.

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია 30 ივნისს თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციელის მანქანაზე ასვლისთვის დააკავეს,...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...