მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა'' მერის გადადგომას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” მერის გადადგომას ითხოვს

Published on

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის, დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
"უმოქმედო, უგუნურმა, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფლულმა   მერიამ  სრული კრახი განიცადა – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში – და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრება ბევრად უფრო დაამძიმა. ამ სიტუაციაში უსუსური, საკუთარი გუნდისგან გარიყული ნარმანია, ვერ ახერხებს ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების მორჩილი, უტყვი შემსრულებელი იყოს. 

როდესაც მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, როდესაც ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის პარალელურად მერია ათიათასობით ოჯახს უუქმებს არსებულ ,,კომუნალურ ვაუჩერს", როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემის არსებობისას მერიაში წლების განმავლობაში მომუშავე კვალიფიციური თანამშრომლების გაყრა ხდება მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად, როდესაც ვერ ხერხდება ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, თბილისის მერისა და მთავრობის წევრების არაკვალიფიციურობა და გულგრილობა უკვე დანაშაულის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის – დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. თბილისელებისთვის ეს ერთადერთი შანსია, რომ დაკარგული წელიწადნახევრის შემდეგ, 2016 წლიდან მაინც დაიწყოს ქალაქში ,,ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე პრობლემების მოგვარება. – ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას დედაქალაქის მერის გადადგომასთან დაკავშირებთ  მმართველი გუნდიდან ეხმაურებიან. 

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნას გადადგეს დავით ნარმანია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, საფუძველი არ გააჩნია და  იგი უბრალოდ  გარკვეული თემებით სპეკულირებას ცდილობს, მათ შორის კი კომუნალური ვაუჩერებია.

„ნაციონალური მოძრაობა გვესაუბრება საკადრო ცვლილებებზე-მსგავსი საკადრო ცვლილებები ყოველთვიურად მიდიოდა წინა მთავრობის პერიოდში. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ თავისი ბინძური მეთოდებით საზოგადოებას ახალი პრობლემა მოახვიონ თავზე,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, თბილისელები მიიღებენ ვაუჩერს.

 

 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...