მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიო ბანკი: ღარიბ ადამიანს თავის სარჩენად დღეში 1,9 დოლარი სჭირდება

მსოფლიო ბანკი: ღარიბ ადამიანს თავის სარჩენად დღეში 1,9 დოლარი სჭირდება

Published on

მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი  ასწია – თუ აქამდე ეს  იყო 1,25 დოლარი დღეში, ახლა 1,9 დოლარი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმებით კიდევ  მილიონობით ადამიანი  აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს მიღმა. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ ენ კიმის განცხადებით, გადაწყვეტილება სიღარიბის ზღვრის  აწევის შესახებ მიღებულ იქნა რიგი გარემოებების გათვალისწინებით – ეს არის მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითება ზოგადად მთელ მსოფლიოში და მონაცემები იმის შესახებ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები უღარიბეს ქვეყნებში და განსაკუთრებით, როგორია მათი სამომხმარებლო კალათი.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ღარიბ ადამიანს  ახლა თავის სარჩენად სჭირდება ყოველდღიური შემოსავალი 1,9 აშშ დოლარის ოდენობით, რათა შეძლოს შეიძინოს ის პროდუქტები, რასაც  1,25 დოლარად ყიდულობდა 2008 წელს. 

 

სიახლეები

26 მაისს თბილისს 5 ევროპარლამენტარი ეწვევა

"ევროსკოპის" ინფორმაციით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში იქნებიან. "ევროსკოპისთვის" მოწოდებულ...

“საქართველო 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა – ის ახორციელებს ჰიბრიდულ ქმედებებს მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ” – ჰერჩინსკი

"ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და...

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...