მთავარისიახლეებისპორტილევან კობიაშვილი სფფ -ში მუშაობას შეუდგა

ლევან კობიაშვილი სფფ -ში მუშაობას შეუდგა

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დღეს დაიწყო. კობიაშვილი სფფ-ში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს პირველად მივიდა. 
როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეხვდება ყველა თანამშრომელს. 
"უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევ, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", – განაცხადა კობიაშვილმა. 
მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს. 

სიახლეები

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი მოსამართლემ 4 დღით ციხეში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი, რომელსაც ნიღბის ტარებას და ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ, 4 დღით...

ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ...

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა. შემთხვევას პარასკევს, 17 ოქტომბერს მოხდა....

პოლიციამ ნინო ბერუაშვილი დააკავა

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნინო ბერუაშვილი. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან. ირკვევა, რომ აქტივისტი 18...