მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ყველას ვერ ჩაყრიან ციხეში'' – ქუთაისში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია გამოხატვის თავისუფლების...

,,ყველას ვერ ჩაყრიან ციხეში” – ქუთაისში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით

Published on

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის  დაკავებული სამი პირი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.  დაკავებულების მსგავსად შიმშილობენ მათი გულშემატკივრებიც ქუთაისში მერიის შენობასთან მათი გათავისუფლებას მოთხოვნით.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებულების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და სამართალდამცვი ორგანოები ამას აქციის მონაწილეების მიმართ ბრალის დამძიმებით ცდილობენ. 

საგამოძიებო ორგანომ უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაკავებულებისათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

დაკავებულთა ადვოკატმა ელისო დათუსანმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთ  7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს. მასაც მისი თანამოაზრეების მსგავსად 7 წლამდე პატიმრობა და ცემისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

უცნობია, როდის ჩანიშნავს საქალაქო სასამართლო სხდომას აღნიშნულ საქმეზე, თუმცა ახალგაზრდების დაკავებით აღშფოთებული საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეეცდება ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და არ დაუშვას მათი გათავისუფლება, რასაც ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებაც, რომლის თანახმად   "ეს იყო აშკარა ხულიგნობის ფაქტი'', და აქციის მონაწილეების დაკავება მათი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მომხდარა. 

"პოლიტიკურია თუ არა ადვილია ამის შეფასება. იქ რაც ხდებოდა, ის იყო აშკარა ხულიგნობის ფაქტი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება. მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და დაადგენს გარემოებებს,"- აცხადებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

პოლიტიკური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აქციის მონაწილეთა დაკავებას გამოგონილი მიზეზებით  აფასებს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და საარჩევნო ველის გათავისუფლების მცდელობას, რადგან ,,ყველას ვერ ჩაყრიან ციხეში"  და  მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე.  

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...